Saturday, September 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ერთმანეთის მოსწავლის ნიმუშს,მივეცით ერთმანეთს რჩევები და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია,ვისწავლეთ დიაგრამების შექმნა,აგრეთვე გავეცანით სუსტი და ნიჭიერი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინების აუცილებლობას და როგორ ავსახოთ იგი გეგმაში.

Sunday, September 24, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლინ ნიმუშების გაცნობით,ტიტოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ისინი და განვიხილეთ.დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს,მის ნიმუშებს და თავად შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა. მოგვეწონა დღევანდელი დღე რომელიც ძალიან პროდუქტიული იყო.

Saturday, September 23, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით რამოდენიმე პედაგოგის პროექტის მსვლელობას,განვიხილეთ ისინი,დავაფიქსირეთ საკუთარი აზრები,გავაკეთეთ შენიშვნები,მივეცით რჩევები.აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებებს.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონს.

Thursday, September 14, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი შეფასების დროის ჩარჩოს და მისი შექმნის პრინციპებს,ვნახე ნიმუშები.ვისწავლე რომ შეფასება ხდება სამ ეტაპად და თავად შევქმები თითოეული ეტაპის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.აგრეთვე დავწერე შეფასების მოკლე მონახაზი.ამ ყველაფერს საკმაოდ აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.

Tuesday, September 12, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო აქტივობებით,ავარჩიე ჩემი პროექტის გეგმისათვის სტანდარტები,ინდიკატორები, ჩამოვაყალიბე მიზნები და შედეგები.გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შექმნის პრინციპებს და თავად შევადგინე ისინი.

Sunday, September 10, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის თემები,მათი შესრულების გზები ,მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა,რჩევების მიცემა რაც საკმაოდ საინტერესო იყო.აგრეთვე ვნახეთ ბუკლეტის ჩეკლისტი,გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს,ნიმუშს. ასევე გავიხსენეთ word-ის ფაილში მუშაობა და შევქმენით ბუკლეტები.ეს დღე ბევრის მომცემი იყო ჩემთვის და სამომავლოდ გამოვიყენებ ნასწავლ მასალას ბუკლეტების შესაქმნელად.

Saturday, September 9, 2017

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი ინტელის ტრენინგის მიზანს და  პროექტების სწავლების სახელმძღვანელოს.დავიწყე პირველი მოდულის განხილვა სადაც ვნახე და გავეცანი დამატებით რესურსებს,რომლიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.შევქმენით ახალი ბლოგი და  მოლოდინი მაქვს რომ ეს ტრენინგი იქნება საინტერესო და შრომატევადი.

მეეცხრე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ერთმანეთის მიერ შედგენილი პროექტების პრეზენტაციებს, შევაფასეთ ერთმანეტის ნამუშევრები. აგრეთვე მოკლედ განვიხილეთ ტრენინგზე გან...